—

შიმშილობის მე-7 დღე - ექიმები მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრობენ

101
შიმშილობის მე-7 დღე - ექიმები მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრობენ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობამ შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიღოს. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ, რომელმაც…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობამ შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიღოს. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ, რომელმაც მსჯავრდებული სააკაშვილი სრულ იზოლაციაში მოაქცია.

ქართული ოცნების პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს შეზღუდული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და ადვოკატების გარდა, შეხვედრის უფლება არავისთან აღარ აქვს.

დღეს უკვე მეშვიდე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში შიმშილობს. მასთან დღესაც შევლენ ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი პროცესების ჩანიშვნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.

უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ საქმის განხილვებს ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებს, რადგან მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ეშინია, რომელიც მზად არის ნარკოტესტის ჩასატარებლადაც.

(mtavari tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →