—

გვაქვს უმძიმესი ინფორმაცია, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია - ჩარკვიანი

60
გვაქვს უმძიმესი ინფორმაცია, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია - ჩარკვიანი
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია ,,კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რუსული მხარის მოთხოვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას გეგმავს.

პარტია ,,კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რუსული მხარის მოთხოვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას გეგმავს.

თაკო ჩარკვიანი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსა და უფლებადამცველებს მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტი საკანში მოინახულონ. 

"არ გამოვირჩევი ინფორმაციის ეთერში ტყუილუბრალოდ სროლით, უმძიმესი ინფორმაცია მაქვს. მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, ამერიკელ სენატორებს, ევროპარლამენტარებს, უფლებადამცველებს, გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებული იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. რა ფორმით? ფორმები მათი გამოგონილია.

ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში აპირებენ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია გადამოწმებულია. ამიტომ გვინდა, დიპკორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე.

თუ დიპლომატებმა მოისმინეს დღეს ღარიბაშვილის განცხადება, მაშინ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რა მზადდება სააკაშვილის წინააღმდეგ.

აქ ჩემს გვერდით დგას სახალხო მოძრაობა და ორ დღეში უზარმაზარ მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ რუსთაველზე, მაგრამ ჩაფიქრებულია სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება.

გემუდარებით, მოინახულეთ სააკაშვილი! საქართველოს მესამე პრეზიდენტი განსაცდელშია! - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →