—

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

84
მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მზად არის ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი პენიტენციურ დაწესებულებაშივე ჩააბაროს, იმ შემთხვევაში, თუ თავად ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის…

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მზად არის ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი პენიტენციურ დაწესებულებაშივე ჩააბაროს, იმ შემთხვევაში, თუ თავად ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მედიის თანდასწრებით ჩააბარებს ნარკოტესტს.

აღნიშნული შეთავაზება ბექა ბასილაიამ განცხადება მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

"მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მე მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით და არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ საპატიმრო დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით, ამისთვის მზად ვართ. 

ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი", მან კანცელარიაში, თუნდაც მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ, ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, - თქვა ბექა ბასილაიამ. 

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →