—

"მისული ვართ კონსესუსამდე, არის საფრთხე" - რა გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს ვაქცინაციის საბჭო

37
"მისული ვართ კონსესუსამდე, არის საფრთხე" - რა გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს ვაქცინაციის საბჭო
მოსასმენად დააჭირეთ

„ამ კვირაში იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც სამეცნიერო კომიტეტის წევრები მისული ვართ კონსესუსამდე 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით, ასევე ე.წ. მესამე ანუ ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ესეც ამ…

„ამ კვირაში იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც სამეცნიერო კომიტეტის წევრები მისული ვართ კონსესუსამდე 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით, ასევე ე.წ. მესამე ანუ ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ესეც ამ კვირის განმავლობაში იქნება“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სასწავლო დაწესებულებების გახსნის შედეგად გაზრდილმა მობილობამ საფრთხეც გაზარდა. მისი განმარტებით, ე.წ. დელტა შტამისთვის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა საკმარისი არ არის და სასურველია, 80% იყოს.

"საფრთხე არის იმიტომ, რომ მობილობა სერიოზულად გაიზარდა, დაიწყო სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამიტომ არის მუდმივად მოწოდება, რომ უნდა გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები და საერთოდ, უსაფრთხო დაწესებულებები.

მასწავლებელთა კორპუსში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ 80%-ზე ავიდეთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში. სტუდენტებში აცრის მაჩვენებელი 28%-ია, თუმცა, ზოგიერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში სტუდენტთა 50%-ზე მეტია აცრილი. ამიტომ, უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, აიცრან. საკმაოდ გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ჩემს კოლეგებში, ექიმებში, სადაც 78% გვაქვს ერთჯერადად აცრილების მაჩვენებელი, ხოლო 70% - ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში ვართ ექთნებში, 40%-ზე ნაკლებია უმცროს სამედიცინო პერსონალში, შედარებით მეტია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →