—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 5%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კლების ტენდენცია გრძელდება

33
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 5%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კლების ტენდენცია გრძელდება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეროვნული ხელმძღვანელის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 5%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კლების ტენდენცია გრძელდება. ამასთან, ამირან…

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეროვნული ხელმძღვანელის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 5%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კლების ტენდენცია გრძელდება. ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისათვის მოზრდილის მოსახლეობის 29.4% სრულად ვაქცინირებულია.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციისკენ სვლა გრძელდება, თუმცა დღეს ოდნავ გამონაკლისი გვაქვს. ვნახოთ, ამ კვირას დავაკვირდეთ, განსხვავებით წინა სამშაბათისგან ზრდა გვაქვს, დაახლოებით 400-500 ახალი შემთხვევის რაოდენობით. მეორე, მხრივ ცოტა მომატებულია რეპროდუქციის ინდექსი, ეს არის 1-ზე ნაკლები. ამიტომ დანარჩენი მაჩვენებლები ბოლო 2 კვირის, დადებითობის მაჩვენებელი ისევ დაახლოებით 5-%-ის ფარგლებშია, ანუ კლების ტენდენცია გრძელდება. სამწუხაროდ იკლებს აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი. აგვისტოში გვქონდა საშუალო 23 000-ზე მეტი, სექტემბერში 19 000, ბოლო ერთი თვის გვაქვს 16 000 და ბოლო კვირის გვაქვს 8 000 - მდე რაც ძალიან ცუდია.

დღეისთვის მოზრდილი მოსახლეობის 29.4% სრულად და დაახლოებით 35%-მდე სულ მცირე ერთი დოზით აცრილია. ქვეყანაში დაახლოებით 1 000 000 - მდე ადამიანს აქვს აცრა ჩატარებული და სრულად ადმინისტრირებულია დაახლოებით 1 826 000 ვაქცინა. ყველაზე ფართოდ გამოყენებადია „ფაიზერის“ ვაქცინა, შემდეგი არის „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“.

როგორმე ყველანაირად უნდა ვიმოქმედოთ, რომ გავზარდოთ ყოველდღიური აცრების მაჩვენებლები. აცრების წამახალისებელი კამპანია გრძელდება, მაგრამ მას მეტი გააქტიურება სჭირდება. დაახლოებით 3 000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია ქვეყანაში. 1 200 სოფლის ექიმი და დანარჩენი პოლიკლინიკებში ოჯახის ექიმები. ამიტომ მათი წახალისების მექანიზმს ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →