—

ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია

49
ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია. ეს „ქართულ ოცნებას“ ჩაფიქრებული და მომზადებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ მაშინ ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ…

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია. ეს „ქართულ ოცნებას“ ჩაფიქრებული და მომზადებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ მაშინ ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ საარჩევნო პროცესში და „ქართულ ოცნებას“ არ მივეცით ხელისუფლების გადაბარების საშუალება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეს მალე დატოვებს.

„ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენ გამალებით გვებრძვის „ქართული ოცნება“ და მუდმივად გვიყალბებს შედეგებს. ყველას ესმის, რომ წარმოუდგენელია ჩვენ პარტიას ჰქონდეს 1,5 პროცენტი. ჩვენ წლებია მუდმივად ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გაცოცხლებას და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების გადაბარებაში. 20 ქალაქში მეორე ტურია გამოცხადებული და ნათელია, რომ ნახევარს მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ექვსი წელი იჯდება ციხეში. მე მინდა ყველამ დაიმახსოვროს, არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს გამოუშვებენ ციხიდან. ივანიშვილიც, მაქსიმუმ 6-8 თვეში სრულად გადააბარებს ხელისუფლებას. ჩვენ არ შევეგუებით ამ ყველაფერს და აქტიურად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →