—

სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადაციაზე საუბარი არის ნონსენსი - თეა წულუკიანი

63
სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადაციაზე საუბარი არის ნონსენსი - თეა წულუკიანი
მოსასმენად დააჭირეთ

ვიცე პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართელოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადციაზე საუბარი ნონენსია.

მისი თქმით, ამის არც საქართველოს ხელისუფლების სურვილი არსებობს და არც სამართლებრივი საფუძვლები. 

"სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე სუბარი ვერ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსტრადიცია უკრაინაში, აქედან იქით, ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი უკრაინაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი იყოს. 

საუბარი სააკაშვილის ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი. თუ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი გადავცეთ იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია. არ არსებობს ამის არავითარი მიზანშეწონილობა. ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს მიერ მისჯილი სასჯელები, ზოგიერთში კი ბრალდებულია და ან გამართლდება ან გამტყუნდება, ყველა ეს ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში. გადაცემა, ანუ მსჯავრდებული პირის ტრანსფერი, თეორიულად თუ ვინმეს სურს, ჩვენი მიზანი ეს არ არის. ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, პოლიტიკურად კი მე გაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ თუ ადამიანი ასეთი მოწოდებულია თავი შესწიროს იდეალებს მას წესით არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →