—

რამდენი პროცენტი შეადგინა ამომრჩეველთა აქტივობამ - ბოლო მონაცემები

69
რამდენი პროცენტი შეადგინა ამომრჩეველთა აქტივობამ - ბოლო მონაცემები
მოსასმენად დააჭირეთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 815 776 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

"დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ხმის დათვლის ეტაპი. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, ისინი გადაეცემა შესაბამის კომისიებს, იქ ეს ოქმები დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს. შედეგებს კი ჩვენ მიღებისთანავე ავტვირთავთ სპეციალურ ვებ-გვერდზე," - განაცხადა ნათია იოსელიანმა. 

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →