—

გიორგი კახიანის განცხადებით, მარნეულში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება

88
გიორგი კახიანის განცხადებით, მარნეულში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, მარნეულში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება.

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, მარნეულში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება.

როგორც კახიანი განმარტავს, ინციდენტებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

„მთელი დღე ვიმყოფებოდი მარნეულში და სრულ ინფორმაციას ვიღებდი იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესი. შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადი სურათით სიმშვიდე იყო, რამდენიმე ინციდენტი იყო, რომელიც სამწუხაროდ, შეგნებულად პროვოცირებული იყო რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდა, თუმცა ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს სიწყნარით შევხვდით, ყველა ინციდენტი აღმოფხვრილი იყო. რაც მთავარია, არცერთ მათგანს არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს კონკრეტული უბნის და არჩევნების შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოო შედეგები არ ვიცით, იმ ინფორმაციით, რომელიც გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ მარნეულში პირველივე ტურში დასრულდება ეს არჩევნები, დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატებიც გაიმარჯვებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ქვეყნისთვის, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია“, - განაცხადა კახიანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →