—

ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „გირჩის“ წევრი ცემეს

39
ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „გირჩის“ წევრი ცემეს
მოსასმენად დააჭირეთ

არნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში "გირჩის" წარმომადგენელი ირაკლი ქველაძე ცემეს.

არნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში "გირჩის" წარმომადგენელი ირაკლი ქველაძე ცემეს.

როგორც იმამკულიევი აცხადებს, ქველაძე თავის არეში მიყენებული დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

"სოფელ ყიზილაჯლოში 83-ე უბანზე 30 ზონდერჯგუფის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ცემა ირაკლი ქველაძე, რომელიც საოლქოს წარმომადგენელია "გირჩის" პარტიიდან. ახლა საავადმყოფოში წევს და ექიმები მის მდგომარეობას იკვლევენ, ვიცით, რომ ცუდად არის. როგორც ვიცი, დაზიანებები აქვს თავის არეში.

დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ეს ახალგაზრდა მივიდა უბანზე, როცა აყალბებდნენ არჩევნებს, ის ხელს უშლიდა გაყალბებას, მაგრამ არ დაიზარეს და ეს ერთი ბიჭი 30-მა კაცმა ცემა", - განაცხადა იმამკულიევმა.

კლინიკაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →