—

კახა კალაძე - საქართველოში შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

53
კახა კალაძე - საქართველოში შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება
მოსასმენად დააჭირეთ

შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს 3 წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“…

შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს 3 წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ „რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს საკადრისი პასუხი გასცა“.

„ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობით და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს 3 წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისს და თბილისელებს დღევანდელი მხარდაჭერისა და თანადგომისთვს. ეს გამარჯვება მაძლევს ახალ სტიმულს, რომ გაორმაგებული ენერგიით ვიზრუნო და ვიშრომო თბილისის განვითარებისთვის, თბილისელების წინაშე არებული საკითხების გადაჭრისთვის, მეტი სიცოცხლის შესატანად თითოეულ უბანში. კიდევე ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა თბილისს“,- განაცხადა კალაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →