—

თინა ბოკუჩავა - დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს

77
თინა ბოკუჩავა - დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს
მოსასმენად დააჭირეთ

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ზრუნავს არა საკუთარ თავზე, კომფორტზე ან თანამდებობაზე, არამედ ქვეყანაზე, რომელიც უყვარს. ამასთანავე, ბოკუჩავას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს, რადგან ის თავს მიიჩნეს პოლიტიკურ პატიმრად.

„ ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რაც გვაქვს.

შიმშილობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მე ძალიან ვეცადე, ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი და ეს ბრალი და მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი მის მიმართ, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, რომ გააგრძელოს შიმშილობა.

ის გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას იმაში, რომ ერთად დავასრულოთ ეს სიძულვილი, უპერსპექტივობა, სიბნელე, რომელსაც ივანიშვილი თავს ახვევს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ძალიან დიდი და ნათელი პერსპექტივა აქვს,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →