—

მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს

29
მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან წერილს აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და წერს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა კარგად გააზრებული…

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან წერილს აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და წერს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა კარგად გააზრებული იყო და მზად იყო ყველა სცენარისთვის.  

მესამე პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო საყვარელო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოება, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ, სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის.  ძალიან მინდა გთხოვოთ, ხვალ ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ არ შედრკეთ, ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია, მიყვარხართ თქვენი ერთგული მიხეილ სააკაშვილი".

(Mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →