—

შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაცია და ყალბი ამბები არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ნაციონალური მოძრაობა

74
შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაცია და ყალბი ამბები არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ნაციონალური მოძრაობა
მოსასმენად დააჭირეთ

პრობლემა ის კი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი მასხრობს, პრობლემა ის არის, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს - დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური მოძრაობა, საბოლოოდ დასრულდა, - ამის შესახებ „ქართული…

პრობლემა ის კი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი მასხრობს, პრობლემა ის არის, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს - დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური მოძრაობა, საბოლოოდ დასრულდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი გეგმა არ აქვს, გარდა არეულობისა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნო კამპანია არ აქვს. დეზინფორმაცია და ყალბი ამბები არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ, ამიტომ დღეს ამით, საბოლოოდ დაიმთავრეს თავი. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილი არ არის აქ და არც აპირებს ჩამოსვლას. პრობლემა ის კი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემა ის არის, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს და პრობლემა ის არის, რომ სულ ცოტა ხანში მისი მხარდამჭერები გაარკვევენ, რომ მან და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდო საკუთარი მხარდამჭერები - ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. ენდობით ადამიანს, რომელმაც 17-ჯერ დადო პირობა, რომ ჩამოვიდოდა? საკუთარი ამომრჩევლების და მომხრეების წინაშე პირობა დადო, რომ ჩამოვიდოდა და 17-ჯერვე მასხრად აიგდო მან საკუთარი ამომრჩევლები და რატომ უჯერებთ ამ ადამიანის სიტყვებს? მოგიწოდებთ ყველას კონცენტრირდეთ ხვალინდელ არჩევნებზე. ხვალ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას ვინ წყვეტს ამ ქვეყნის ბედს. მოდით, ყველა არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ „ქართულ ოცნებას“. “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი გეგმა არ აქვს, გარდა არეულობისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →