—

დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდება, ასევე გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა

47
დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდება, ასევე გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წინა ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და დღეს აზერბაიჯანელ კოლეგებთან სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მიზნებსა და იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელებენ, სადაც ერთობლივად არიან ჩართულები საქართველო და აზერბაიჯანი.

ზალკალიანის თქმით, საუბარი ასევე შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაციის კუთხით არსებულ ინფრასტრუქტურას.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →