—

მიხეილ ყაველაშვილი - მე-18 დაპირებაა მგონი სააკაშვილის მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით

120
მიხეილ ყაველაშვილი - მე-18 დაპირებაა მგონი სააკაშვილის მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით
მოსასმენად დააჭირეთ

მე-18 დაპირებაა მგონი სააკაშვილის მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით, ყველა ხუმრობა ამოიწურა მასთან დაკავშირებით - 18- ჯერ „გადააგდო“ თავის ამომრჩეველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა…

მე-18 დაპირებაა მგონი სააკაშვილის მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით, ყველა ხუმრობა ამოიწურა მასთან დაკავშირებით - 18- ჯერ „გადააგდო“ თავის ამომრჩეველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სააკაშვილი, ალბათ, სიტუაციას დააკვირდება და იმის მიხედვით იმოქმედებს. ყაველაშვილის განცხადებით, სააკაშვილი დამნაშავეა და ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააკავებენ.

„გულთმისანი არ ვარ, რას იზამს სააკაშვილი, ნამდვილად არ ვფიქრობ მის ჩამოსვლაზე და არჩამოსვლაზე. თუ ჩამოვა, კანონი უნდა აღსრულდეს, ეს ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით, ეს ემსახურება არჩევნების თემას, ალბათ, დააკვირდება სიტუაციას, როგორი იქნება გარემო და იმის მიხედვით იმოქმედებს, ახალი არაფერია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი იყო ქვეყნის პირველი პირი და დღეს ასეთ მდგომარეობაშია და ასეთი განცხადებების გაკეთება უწევს. არც პასუხისმგებლობას გრძნობს, მე-18 დაპირებაა მგონი მისი მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით აპირებს შემოსვლას, ყველა ხუმრობა ამოიწურა მგონი ამ ადამიანთან დაკავშირებით. ამით ცოცხლობს ეს ადამიანი, ამით ცდილობს, ყურადღების ცენტრში იყოს. იმის იქით, რასაც ის განცხადებას აკეთებს, უბრალოდ საპნის ბუშტია, არაფერი გაუკეთებია და ასე მართავდა ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილმა თავის ამომრჩეველი 18- ჯერ „გადააგდო", - განაცხადა ყაველაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →