—

ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლას, აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლაში - გამყრელიძე

48
ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლას, აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლაში - გამყრელიძე
მოსასმენად დააჭირეთ

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან…

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ყოველი 500 აცრილი ადამიანი საკუთარი თავის გარდა დამატებიტ 1 სიცოცხლეს გადაარჩენს. 

ამირან გამყრელიძემ ვაქცინირებულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აუცრელებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, რადგან ბავშებს დისტანციურ სწავლებასთან შეგუება უჭირთ.

„თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, ახლა 34%-ია, მარტო პირბადით, ჩვენ დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. 1000 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე, ახალი გაანგარიშებებით კიდევ უფრო ნაკლებიც. ახლა ამბობენ უკვე, რომ 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ, აცრის გარდა ვერაფრით დავამთავრებთ ამ პანდემიას. 4 ოქტომბრიდან სკოლები უნდა გაიხსნას. ხომ უნდათ ბავშვებს განათლება?! აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლებში, ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლებას და პრობლემებია. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ აიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →