—

ბათუმის ერთ-ერთ საწყობში 2 ტონამდე გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს

104
ბათუმის ერთ-ერთ საწყობში 2 ტონამდე გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმში ერთ-ერთ საწყობში იპოვეს ორ ტონამდე გაფუჭებული ხორც-პროდუქტები აღმოაჩინეს. სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტები ქუთაისის ქუჩაზე, ხორცის მაღაზიის გვერდით მდებარე სათავსოში გადაცემა "ხარისხის კონტროლმა" აღმოაჩინა.

ბათუმში ერთ-ერთ საწყობში იპოვეს ორ ტონამდე გაფუჭებული ხორც-პროდუქტები აღმოაჩინეს. სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტები ქუთაისის ქუჩაზე, ხორცის მაღაზიის გვერდით მდებარე სათავსოში გადაცემა "ხარისხის კონტროლმა" აღმოაჩინა. 

სავარაუდოდ, აღნიშნული პროდუქტების ნაწილი უკვე რეალიზებულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, თამარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტის ის საწყობი, სადაც ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, მათთვის უცნობი იყო და მეპატრონე მას საგულდაგულოდ მალავდა. 

ვადაგასული ხორცით ძირითადად ნახევარფაბრიკატები მზადდებოდა.

ხორცის საწყობი აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა და დალუქა.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარაში აღმოაჩინეს კვების ობიექტებში სარეალიზაციოდ გამზადებული 2 ტონა ცხენის ხორციც.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →