—

რუსთავის ავტობანზე ავარიას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა

37
რუსთავის ავტობანზე ავარიას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბენზინგასამართი სადგურის ბანერს შეეჯახა. ავტომობილში შემთხვევის დროს ორი 20 წლამდე ბიჭი ისხდა.

ერთ-ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც საიფორმაციო სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების ნეიროქირურგმა დავით გელაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →