—

„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში 1 777 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ ჯამში 260 400 ლარი მოიგეს

27
„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში 1 777 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ ჯამში 260 400 ლარი მოიგეს
მოსასმენად დააჭირეთ

„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში, 260 400 ლარი გათამაშდა, მოგებულია 1 777 ადამიანი, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანია ავრცელებს.

„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში, 260 400 ლარი გათამაშდა, მოგებულია 1 777 ადამიანი, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მოგებები მთელი საქართველოს მაშტაბით ფიქსირდება – თბილისში, ბოლნისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კასპში, მარნეულში.

„ლატარია „აიცერი და მოიგეს“ გათამაშება ყოველდღიურად იმართება, სადაც 100 და 500 ლარის მოგებები თამაშდება, ხოლო 20 სექტემბერს, პირველად გაიმართება ყოველკვირეული გათამაშება, სადაც ვაქცინირებული ადამიანები 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარს მოიგებენ. გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. ვაქცინის პირველი დოზის მიღების დროს მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება NCDC-ის უნიკალური კოდი, რომელიც ამავდროულად მონაწილეობს ლატარიის გათამაშებებში.

გათამაშებების შედეგების ხილვას მომხმარებელი შეძლებს stopcov.lotto.ge-ზე, იმავე საიტზე, სპეციალურ გრაფაში „გათამაშების შედეგები“ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.

1 000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში, მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →