—

ნათელაშვილი სააკაშვილს პასუხობს

70
ნათელაშვილი სააკაშვილს პასუხობს
მოსასმენად დააჭირეთ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქით“ პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას პულსი არ ესინჯება.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქით“ პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას პულსი არ ესინჯება.

„მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია, არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე, ქართველ ხალხთან. პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ, ეს რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა-ევროპაში, როგორც პოლიტდევნილებს, საიდანაც ენამზე,მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი განაცხადა: „არავის აღარ აინტერესებს ლექციები, მე მთლიანად მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და მის ჯგუფს თბილისში, ისევე როგორც ყველა ჩვენს კანდიდატს საქართველოს მასშტაბით, რადგან უბრალოდ შუა მართლა გაკრეფილია, სხვა პარტიებს, თითქმის არც ერთს პულსი აღარ ესინჯებათ, ეს ასეა. ვიცი, რაც ხდება, ინფორმაცია მაქვს“.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →