—

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

24
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახალგაზრდებს
მოსასმენად დააჭირეთ

"მე არაფრისკენ მოგიწოდებთ, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ" - ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ახალგაზრდებს.

"მე არაფრისკენ მოგიწოდებთ, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ" - ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ახალგაზრდებს.

ვიდეო მიმართვა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

"გუშინ და დღეს დავდივარ სენატში, ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი მეუბნება, რომ ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი, საქართველოსგან უკვე დაღლილობაა აქ... არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, ყველაზე განსაკუთრებულები.ხალხო, გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი, მე ერთი რამ მაინტერესებს - გვინდა თუ არა რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას, არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს.

ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება ახლა, თქვენი დრაივი, იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ხართ, ნიჭიერები ხართ. თქვენ უნდა იბრძოლოთ საქართველოს და საკუთარი თავისუფლებისთვის. მე არაფრისკენ მოგიწოდებთ, არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ, რადგან ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. უბრალოდ, იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →