—

დღეისათვის საქართველოდან ექსპორტირებულია 31.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი

28
დღეისათვის საქართველოდან ექსპორტირებულია 31.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი
მოსასმენად დააჭირეთ

დღეისთვის საქართველოდან 7.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 31.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (42%), ხოლო ღირებულება - 2.8 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა. კერძოდ: იტალია (3,662 ტონა), გერმანია (945 ტონა), ესპანეთი (411 ტონა), ჩეხეთი (263 ტონა), პოლონეთი (209 ტონა), ლიტვა (110 ტონა), ლატვია (66 ტონა), საფრანგეთი (65 ტონა), ესტონეთი (44 ტონა), ბულგარეთი (44 ტონა) და ბელგია (20 ტონა).

საანგარიშო პერიოდში, ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გავიდა შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (443 ტონა), უკრაინა (171 ტონა), რუსეთი (104 ტონა), ერაყი (120 ტონა), ბელორუსია (113 ტონა), ჩინეთი (104 ტონა), არაბ. გაერთიანებული საამიროები (54 ტონა), მექსიკა (28 ტონა), არგენტინა (26 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა) და სხვა ქვეყნები (116 ტონა).

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →