—

"ოჯახის ღირსების საკითხია. ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა" - მარნეულში, მკვლელობაში ბრალდებულის დედა

88
"ოჯახის ღირსების საკითხია. ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა" - მარნეულში, მკვლელობაში ბრალდებულის დედა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულში, ჯავიდ ჩოვდაროვის მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 28 წლის მამაკაცის საქმეზე 3 პირია დაკავებული, მათ შორის ქალი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ ინციდენტს წინ ფინანსური დავა არ უძღოდა და საკითხი "ოჯახის ღირსებას" ეხებოდა. 

 "ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, გარდაცვლილის დედა გვადანაშაულებს, რომ ფულის გამო მოკლეს, ეს ტყუილია. აქ ოჯახის ღირსების საკითხია. ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა და მაგიტომაც მოხდა ეს ამბავი. დიახ, იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა კიდევ ვამბობ აქ ღირსებაზეა საუბარი და სჯობს დანარჩენზე გამოძიებამ გასცეს პასუხი. მეტი კომენტარის გაკეთებას არ გვინდა",- ამბობს დაკავებულების დედა.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →