—

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესი თანაბარ და მშვიდ პირობებში მიმდინარეობს

31
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესი თანაბარ და მშვიდ პირობებში მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესი თანაბარ და მშვიდ პირობებში მიმდინარეობს. ამის შესახებ კალანდარიშვილმა დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კითხვის პასუხად აღნიშნა.

კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა მხოლოდ არჩევნების ადმინისტრირებაა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის არჩევნების ადმინისტრირება და 2 ოქტომბერს ამომრჩეველს და საზოგადოებას შევთავაზოთ უსაფრთხო საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ მათ მოახერხონ უსაფრთხო გარემოში ნების გამოვლენა. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ამ ყველაფერს ემატება პანდემია, ემატება სხვა გამოწვევები, რომელიც არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს არჩევნები.

საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებელი ქმედებებით ერთობლიობაში აბსოლუტურად მშვიდობიან და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. თანაბარში იგულისხმება ის გარემოებები, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლებისთვის თანაბარი პირობების შექმნას და ამისთვის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს",- განაცხადა კალანდარიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →