—

ავარიას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

44
ავარიას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
მოსასმენად დააჭირეთ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალკახათის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზუგდიდი-ანაკლიის ტრასაზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →