—

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ

26
რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, ვანო გველესიანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს. დაზარალებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ის გამომძიებლებს ჩვენებას…

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, ვანო გველესიანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს. დაზარალებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ის გამომძიებლებს ჩვენებას ამ წუთებში, კლინიკაში აძლევს. 

ოჯახის წევრების მტკიცებით, უცნობი პირების მხრიდან თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ვინაიდან თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, დაზარალებულმა მათი ამოცნობა ვერ შეძლო. 

ოჯახის ახლობლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ვანო გველესიანმა სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

"ღამის საათები იყო, პირველის ნახევარი. სადარბაზოსთან უცნობმა კაცმა თხოვა სიგარეტი, წაიღო ჯიბეზე ხელი და ჯიბიდან ხელის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ამ პერიოდში რამდენიმე დარტყმა განახორციელა სახის არეში და შემდეგ მიიმალა.

წინა დღეებში განხორციელდა გაფრთხილება ვანოს მიმართ, რომ შეშვებულიყო პოლიტიკურ აქტივობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, რაც რეალურად მოიყვანეს მოქმედებაში," - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ექიმის ინფორმაციით პაციენტს სახის მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული და დადასტურდა თავის ტვინის შერყევა. მას რამდენიმე დღის გატარება კლინიკაში მოუწევს. 

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →