—

კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორი-ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა

71
კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორი-ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა
მოსასმენად დააჭირეთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორი-ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამგორი-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უკვე ჩატარებულია.

„კვლევები ჩატარებულია ორი მიმართულებით, სამგორი-ლილო და შემდეგ ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო. დეტალურ პროექტზე არ გადავსულვართ, რადგან პანდემიის პირობებში მოგვიწია ბევრ პროექტზე უარის თქმა და რაღაცების დროებით გაჩერება. სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. კიდევ დამატებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებიდან რაღაცებს ველოდებით და უახლოეს მომავალში გვეცოდინება ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →