—

კახა კუჭავა - ნამდვილად არ მადარდებს ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა რამ შეიძლება გამოიწვიოს

38
კახა კუჭავა - ნამდვილად არ მადარდებს ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა რამ შეიძლება გამოიწვიოს
მოსასმენად დააჭირეთ

ნამდვილად არ მადარდებს ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა რამ შეიძლება გამოიწვიოს და რას უნდა ნიშნავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ…

ნამდვილად არ მადარდებს ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა რამ შეიძლება გამოიწვიოს და რას უნდა ნიშნავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია“, კუჭავა ამბობს, რომ „წინასაარჩევნოდ ყველა ცდილობს, გამორჩეული იყოს გამონათქვამებში“.

„ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციაში აქაც არაა ერთობა, რომ სხდომა ჩატარდეს. ოპოზიციის ნაწილს არ სურს სხდომის ჩატარება და რომც მოვიწვიოთ სხდომა, მათთვის კარგი მიზეზი იქნება თქვან, რომ სხდომა ჩატარდა არჩევნებამდე და არ მიეცათ კამპანიის ჩატარების საშუალება", - განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია“.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →