—

2021 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წელთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3%-ით გაიზარდა

23
2021 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წელთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3%-ით გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22.3%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 2 610.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარს (20.7%-ით მეტია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში, 3 461.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ია.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (421.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (377.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (347.0 მლნ. აშშ დოლარი).

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →