—

ამირან გამყრელიძე - სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია

21
ამირან გამყრელიძე - სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება ნელი ტემპით, თუმცა სტაბილიზაციისკენ მიდის.

როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი დაინფიცირებულთა რიცხვს სჭარბობს და აქტიური შემთხვევების რაოდენობაც იკლებს. მისი განმარტებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც შემცირდა. „ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ის წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რომ როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს ტემპი დღემდე კარგი იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.მისი თქმით, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„პირველ ადგილზე ადმინისტრირებადი ვაქცინებით არის „ფაიზერი“, შემდეგ „სინოფარმი“, შემდეგ „სინოვაკი“ და შემდეგ „ასტრაზენეკა“. 4 ვაქცინა ადმინისტრირდება დღეს ქვეყანაში. ვაქცინაციის დღიური რიცხვის კლება გვაქვს, რაც კარგი არ არის. 30-35% ჯავშნის გარეშე მიდის ასაცრელად, რაც კარგია. კიდევ და კიდევ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე. რაც უფრო სწრაფად ავცრით კრიტიკულ პაციენტებს, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას“,-განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →