—

იწყება თუ არა საქართველოში მეხუთე ტალღა - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

23
იწყება თუ არა საქართველოში მეხუთე ტალღა - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა ჯერ კიდევ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი. აღნიშნული განცხადება მან სამეგრელო-ზემო სვანეთში…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა ჯერ კიდევ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი. აღნიშნული განცხადება მან სამეგრელო-ზემო სვანეთში ვიზიტისას გააკეთა. 

ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალი.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში მეხუთე ტალღის დაწებაზე საუბარი ნაადრევია.  

„საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. რაც შეეხება მეხუთე ტალღას, ამასთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები არის სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი. ძირითადი რისკის მატარებლები 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან. მათი ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ინფიცირების შემთხვევაში მათ კლინიკა და რეანიმაცია ესაჭიროებათ . მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →