—

ანაფილაქსიური შოკის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში აცრის შემდეგ

120
ანაფილაქსიური შოკის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში აცრის შემდეგ
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ საქართველოში ანაფილაქსიური შოკის სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისივე განმარტებით, როცა მსგავსი მძიმე, გვერდითი რეაქცია ფიქსირდება, მეორე დოზით აცრისთვის ვაქცინა უნდა შეიცვალოს სხვა დასახელების ვაქცინით. 

"როდესაც არის მძიმე რეაქცია და ეს უწერია ნებისმიერ ვაქცინას, მინისტრის ბრძანებითაც არის განსაზღვრული ჩვენთან, რომ თუ ვაქცინის პირველ დოზას მოჰყვა მძიმე რეაქცია, ვაქცინის მეორე დოზის დროს ის უნდა შეიცვალოს.

თუმცა, აქვე მინდა განვამრტო, რომ ის, რასაც მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქვია, ასეთი არის ანაფილაქსიური შოკი. საქართველოში უკვე აცრილია მილიონნახევარი ადამიანი და ასეთი რეაქცია სულ იყო 3" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →