—

კახა კალაძე - სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა, ნამდვილად არ არის მისი განცხადებები საინტერესო

109
კახა კალაძე - სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა, ნამდვილად არ არის მისი განცხადებები საინტერესო
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა და ნამდვილად არ არის საინტერესო მისი განცხადებები, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, რომლის თქმით…

მიხეილ სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა და ნამდვილად არ არის საინტერესო მისი განცხადებები, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, რომლის თქმით, პოლიციელებს ყველა საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1000 ლარი გახდეს.

კალაძის განცხადებით, მას საკუთარი გეგმები აქვს, რომლის განხორციელებას მოსახლეობას ჰპირდება.

„პირადად ყველა შეხვედრის დროს ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია, კონკრეტული დაპირებებით, კონკრეტული გასაკეთებელი პროექტებით. მოსახლეობას ვპირდები, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ამბიციური გეგმის რეალიზებას აუცილებლად მოვახდენ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პოლიციელებს მოუწოდა, არ შეასრულონ „უკანონო ბრძანებები“. მისი თქმით, პოლიციელს ყველა საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1000 ლარი გახდეს.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მმართველობა მალე დასრულდება.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →