—

კენან ომაროვი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

145
კენან ომაროვი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მარნეულის მერობის კადიდატი, კენან ომაროვი, ალგეთისა და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებები…

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მარნეულის მერობის კადიდატი, კენან ომაროვი, ალგეთისა და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა.

შეხვედრებს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი და მარნეულში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.

„ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დიდ პროგრესს მიაღწია. ბევრი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ალგეთისა და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულების სოფლებში. მე და ჩემს გუნდს გვაქვს ხედვა თუ როგორ უნდა გახდეს მარნეული უფრო ეფექტური, უფრო განვითარებული და წარმატებული. ამ მიმართულებით, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ახალგაზრდების ხელშეწყობა, მათ განვითარებაზე, განათლებაზე და დასაქმებაზე ზრუნვა. მჯერა, რომ მარნეულში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას მომავალში ექნება საშუალება, რომ ყველა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, დასაქმდნენ ადგილზე და ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. ამისთვის, საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მათი ხედვების გაზიარება. მე კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობა მარნეულის ხვალინდელი დღის შექმნაში, ამიტომ ღიაობა ჩემთვის პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა კენან ომაროვმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →