—

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება

172
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება
მოსასმენად დააჭირეთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვადიანი აბონემენტები მას შემდეგ დაინერგება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდება.

„როგორც კი მთლიანად იქნება მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული, ახალი მიკროავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული წლის ბოლოსთვის. მომავალი წლიდან უკვე დაიწყება ინტეგრირებული სისტემის ყველაფერზე გავრცელება“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ვადიანი აბონემენტებით დედაქალაქში მოძრავი ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ამასთან, მოქალაქეებს შეძლებათ, საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით ერთხელ აღებული ბილეთით იმგზავრონ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →