—

ნათია თურნავა - ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი

21
ნათია თურნავა - ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, აქედან ხუთი დამტკიცებულია, ექვსი კი…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, აქედან ხუთი დამტკიცებულია, ექვსი კი განხილვის პროცესშია.

მისივე განმარტებით, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ თანადაფინანსებით საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად.

„იცით, რომ პირველი სექტემბრიდან გაფართოებული სახით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები გვაქვს წარდგენილი, ახალი პროგრამები ამოქმედდა. პრაქტიკულად, ორი კვირაა გასული ამ მომენტიდან. რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დრო, რომ მთელი მასშტაბით ბიზნესაქტიურობა აისახოს, მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა ბანკიდან მოგვდის მონაცემები, რომ 11-მდე იპოთეკური სესხია ახალი პროგრამით მხარდაჭერილი, აქედან 5 უკვე დამტკიცებული და 6 განხილვაში. საუბარია მრავალშვილიან ოჯახებზე, სამი და მეტი შვილი ვისაც ჰყავს, და საუბარია ომ ოჯახებზე, ვისაც ახალშობილი გაუჩნდება ოჯახში. ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახები თავისი საბინაო პირობების გაუმჯობესებისთვის უკვე სარგებლობენ ბინის შეძენისას იპოთეკური სესხით და ჩვენი თანადაფინანსებით, ჩვენი პროცენტის სუბსიდირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →