—

ამირან გამყრელიძე ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს

21
ამირან გამყრელიძე ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების…

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც საზოგადოებამ მეტად უნდა დაიცვას დადგენილი წესები. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახლა ეპიდსიტუაცია დაღმავალ ფერდზეა. 

"ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ, ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ, დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში. 

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →