—

მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით იმუქრება, რისიც არავის ეშინია

18
მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით იმუქრება, რისიც არავის ეშინია
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით იმუქრება, რისიც არავის ეშინია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება.

„ამისთვის ანგარიშის გაწევა უკვე აღარავის აღარ აინტერესებს, რადგან მიხეილ სააკაშვილის პრობლემა იმაშია, რომ დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება, ან საერთოდ არ აქვს, ან შეიძლება ყოველთვის მცდარი შეხედულება ჰქონდა. მას ისეთი განცდა არ უნდა ჰქონდეს, რაც 2002 წელს არსებობდა, ან თუნდაც 2012 წელს იყო. ის მეთოდები, რითაც ხელისუფლებისთვის ბრძოლას ახერხებდა, დღეს უკვე წარმოუდგენელია.

არეულობისკენ, ანტიკონსტიტუციური ხერხებისკენ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას პერსპექტივა არ გააჩნია. როცა ძალაუფლების ხელში აღების წყურვილით შეპყრობილი ადამიანი ხედავს, რომ ის გამარჯვებას სამართლიანი წესებით ვერ შეძლებს, ის უშვებს და თავს უფლებას აძლევს, არაკეთილსინდისიერი მეთოდები გამოიყენოს, რისი მცდელობაც ამ შემთხვევაში არის“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →