—

ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

21
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინა მზად არის, იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვჭირდებით ნატო-ს. ჩვენ გვგონია, რომ უკრაინის გარეშე მტკიცე ევროკავშირი არ იქნება. მე ამის შესახებ ღიად ვამბობ. მიმაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ნატო დაკარგავს, მიმაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ევროკავშირი თანდათან შესუსტდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად არმიის, სპეციალისტების, მიმდინარე რეფორმების დონის გათვალისწინებით.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ნატო-სა და ევროკავშირს რუსეთის გაძლიერება თუ სურთ, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ უკრაინა. მისივე თქმით, დასავლეთს თუ სურს, რომ ევროკავშირი და ნატო ძლიერები დარჩნენ, ისეთი ქვეყნები, როგორიც უკრაინაა, რომელიც არის ევროპაში ტერიტორიით ყველაზე დიდი, ასევე ძლიერი მოსახლეობით, რომელმაც რამდენიმე ომი გადაიტანა, უნდა იყვნენ ამ კავშირებში.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →