—

300-ზე მეტ სკოლაში ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლება აღდგება

22
300-ზე მეტ სკოლაში ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლება აღდგება
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა აღდგება მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლის 330 თუ 332 სკოლაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის…

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა აღდგება მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლის 330 თუ 332 სკოლაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ სკოლებში უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. შევისწავლეთ ამ სკოლების რამდენ მოსწავლესა და მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია. რამდენი მასწავლებელია აცრილი. ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რომ ამ 330 თუ 332 სკოლაში დასწრებული სასწავლო პროცესი აღდგეს. იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩამოაყალიბა „უსაფრთხო სკოლების კონცეფცია“. „რამდენიმე დღეში ეს კონცეფცია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსთან ერთად იქნება განხილული და იქ ჩამოყალიბდება კრიტერიუმები მუნიციპალიტეტის სკოლებსა დიდ ქალაქებში რა თანმიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა. როცა შევჯერდებით, შემდეგ ამას განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, - განაცხდა გამყრელიძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →