—

საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება

18
საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება
მოსასმენად დააჭირეთ

„ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.

„ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 ათას ლარს შეადგენს. ლატარია, ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე გათამაშდება. იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები. ყოველდღიურად, 100-დან 500 ლარამდე გათამაშდება, ყოველკვირეულად - 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. წლის ბოლოს, იქნება შემაჯამებელი გათამაშება, რომლის საპრიზო ფონფიც 100 000 ლარი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →