—

თამარ გაბუნია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სასიცოცხლო რისკების შემცირებისთანავე აღდგება

20
თამარ გაბუნია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სასიცოცხლო რისკების შემცირებისთანავე აღდგება
მოსასმენად დააჭირეთ

სასიცოცხლო რისკების შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს…

სასიცოცხლო რისკების შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით შემოიღო.

„ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომელიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად გავრცელებას. როცა ასეთი სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებებთან შედარებით. როგორც კი რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასვლისთვის სჭირდებათ სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის გამოიყო სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალურად იმ მიზნებისთვის, რომ მივიდნენ ვაქცინაციის ცენტრებამდე.

„თბილისში, ქუთაისში, რუსთავში მოძრაობენ ავტობუსები სპეციალურად ვაქცინაციის მიზნებისთვის, სადაც მუშაობს დღის განმავლობაში თითო ბრიგადა, ვაქცინაციის რაოდენობა კი მერყეობს დაახლოებით 70-დან 100-მდე. ესეც გარკვეულწილად ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თუ მოქალაქეს უჭირს გადაადგილება, იქვე ავტობუსში ჩაიტაროს ვაქცინაცია. ვფიქრობ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი დღეს არ მუშაობს, საკმარისად მაღალია, რადგან მოქალაქეებს ემსახურებათ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები. ამდენად, ეს ვერ იქნება ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზი, რადგან როგორც კი შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა, საკმაოდ მაღალი იყო ვაქცინაცია. სხვა მიზეზები უფრო უნდა ვეძიოთ, მნიშვნელოვანია ამ მიზეზებზე ზემოქმედება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →