—

სასწრაფო დახმარების მანქანის გადაბრუნების შედეგად დაშავებულების, მათ შორის 77 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

17
სასწრაფო დახმარების მანქანის გადაბრუნების შედეგად დაშავებულების, მათ შორის 77 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კოვიდპაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა უტარდება კვლევები.

როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ანი დალაქიშვილმა განაცხადა, 77 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი იმ დროს დაშავდა, როდესაც ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას თელავიდან თბილისში გადმოჰყავდა. შემთხვევა მეტრო „300 არაგველთან“ მოხდა.

„პაციენტს, ამ ეტაპზე, აღენიშნება გულ-მკერდის ტრავმა. პაციენტი კოვიდინფიცირებულია, მიმდინარეობს კვლევები და დაკვირვება დინამიკაში. ასევე დაშავებულია ექთანი და მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მძღოლი და ექიმი თავს კარგად გრძნობენ“, - აცხადებს ანი დალაქიშვილი.

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა წუხელ გადაბრუნდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →