—

პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

17
პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია, რომლის პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე…

პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია, რომლის პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გატანა დღეს იგეგმება, ხოლო ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ოპოზიცია და მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრას მართავს, რა ფორმატშიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან.

შეხვედრაში მმართველი გუნდიდან მონაწილეობენ: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და ანრი ოხანაშვილი. ოპოზიციიდან კი წარმოდგენილია: ხატია დეკანოიძე, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია და ფრიდონ ინჯია.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებები შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

ინიცირებული ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს, თუმცა, მმართველ გუნდში ახლა არ გამორიცხავენ, რომ პროექტში ცვლილებები შევიდეს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დეპუტატთა 113 ხმა სჭირდება, შესაბამისად, მის დასამტკიცებლად, კენჭისყრებში ოპოზიციის თანამონაწილეობაა საჭირო.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →