—

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი. გავერთობით ძალიან კარგად

17
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი. გავერთობით ძალიან კარგად
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი. გავერთობით ძალიან კარგად, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის „ნებისმიერი პროვოკაცია“ მისთვის…

ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი. გავერთობით ძალიან კარგად, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის „ნებისმიერი პროვოკაცია“ მისთვის ღიმილისმომგვრელია.

„მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში, სხვათა შორის. აი ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ. კაცი, რომელმაც გვაჩვენა ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს - ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მიაგდო ყველა და მიწაზე იფორთხიალა. გახსოვს მერე ცნობილი კადრები, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით. ასე რომ მისი ნებისმიერი მორიგი სულელური პროვოკაცია მხოლოდ ღიმილს იწვევს ჩვენში. თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. რატომ ვერ ჩამოდის? 9 წელი გავიდა. იმიტომ რომ კურდღელია, ლაჩარია, მშიშარა კაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →