—

ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და ორი მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ

55
ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და ორი მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები სახეზეა; ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლა არის ეპიდემია. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენ ლოკალური შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, დავამშვიდოთ და…

ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები სახეზეა; ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლა არის ეპიდემია. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენ ლოკალური შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, დავამშვიდოთ და ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ტენდენციას, რომელიც გამოიკვეთა და ნიშნები უკვე ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა, სიტუაცია მართვადი იყოს და არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიტუაცია იყოს მართული და ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ვაქცინები შემოგვეტანა. სამ მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა „ფაიზერი“, დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ და ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და ორი მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, რასაც კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა.

„ჩვენს თანმიმდევრულ, ეტაპობრივ ეკონომიკის გახსნას მყისიერი შედეგიც მოჰყვა. გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ქვეყანას აქვს 12%-იანი ზრდა პირველი შვიდი თვის განმავლობაში. აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში – 25%-იანი, ივნისში – 18%-იანი, ივლისში – თითქმის 10%-იანი. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას და ამ პროცესს სჭირდება შენარჩუნება. ასევე, ამ განვითარებას სჭირება მშვიდობა და სტაბილურობაც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →