—

დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

33
დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ - კიანეთის, ჯავშანიანის, მუშევანისა და ქვეშის ამომრჩეველს, მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ლომიძესთან…

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ - კიანეთის, ჯავშანიანის, მუშევანისა და ქვეშის ამომრჩეველს, მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ლომიძესთან ერთად შეხვდა. 

 „მე პირადად თქვენი მერობით კმაყოფილი ვარ,  ძალიან გულისხმიერი ადამიანი ხართ “ -  ამ სიტყვებით შეხვდა  სოფელ კიანეთის მკვიდრი  გულიკო სარუხანოვა მმართველი გუნდის კანდიდატს. მან სოფლის მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისთვის და მათდამი გამოჩენილი ყურადღებისათვის.

შერაზადიშვილის თქმით კი მსგავსი შეფასებების მოსმენა მოქალაქეებისგან  - არის დამატებითი სტიმული,  რომ კიდე უფრო მეტად  დაიხარჯო და იშრომოი უკეთესი მომავლისთვის. 

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგემები გააცნო, მოისმინა მათი საჭიროებები და  ისაუბრა  განხორციელებულ პროექტებსა თუ  პროგრამებზე. 

“ჩვენ, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე პრიორიტეტების მიხედვით ვიმუშავებთ, რათა მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები დროულად დავძლიოთ”, -განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →