—

ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ

18
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის…

სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არასდროს დაუშვებს.

„გვაკრიტიკებენ, თუ რატომ ვახსენებთ ჩვენს ოპონენტებს; სამწუხაროდ, სირცხვილია, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ძალა, რომელიც იყო გამორჩეულად მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმი და რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% დაგვაკარგინა, ასობით და ათასობით ადამიანი გაანადგურა, დევნილად აქცია და ა.შ. დღეს ეს ძალა ჯერ კიდევ ძალადობს და ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს არ დავუშვებთ ამას, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას. მე მინდა გავიმეორო კიდევ ერთხელ, რომ სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, რომ დაანგრიოს და დაკარგოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა, ყველას მოგიწოდოთ მაქსიმალურად მობილიზაციისკენ. ჩვენ ერთიანად, ძლიერად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე, მშვიდად, მტკიცედ უნდა ვიდგეთ და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. უნდა იყოს მხოლოდ მშენებლობა, აღმშენებლობა და განვითარება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →