—

ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით მცდელობა იყო, რომ ფინანსური სანქციები დაწესებულიყო

21
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით მცდელობა იყო, რომ ფინანსური სანქციები დაწესებულიყო
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი…

სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ევროპარლამენტარების წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამენაირად უვიზო რეჟიმი არ მიეღოთ.

„2012 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალიან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ევროკავშირში ჩადიოდნენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ შორის „ქართული ოცნების“ თაობაზე, მისი დამფუძნებლის, ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და ა.შ. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 2014 წელს მაშინ, როდესაც ქვეყანა ძალიან აქტიურად მუშაობდა უვიზო რეჟიმის მიღებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ევროპარლამენტარების წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამენაირად უვიზო რეჟიმი არ მიეღოთ. აი, ესაა ანტისახელმწიფოებრივი მავნებლური პოლიტიკა. სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელების, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა. ეს ჩვენი ნებით, გადაწყვეტილებით მივიღეთ, კონსტიტუციაში ჩავწერეთ. ესაა შეუქცევადი პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →